ჩვენი მიზანი

მივანიჭოთ ხალხს ბედნიერება

საუკეთესო დახმარება,რაც ადამიანმა შეიძლება სხვებს გაუწიონ არის ღიმილის ჩუქება.ყველაზე ფასეული ღიმილი,უმწეოთა ღიმილია,რომელიც მათ სახეზე აისახება ბედნიერების ჟამს.ჩვენ გვსურს ბედნიერება მივანიჭოთ,როგორც ნიკოლოზის ფონდში მცხოვრებ ადამიანებს,ასევე ჩამოსულ ტურისტებს. დავეხმაროთ უმწეოებს და გავულამაზოთ ცხოვრება,შედეგად შევინარჩუნოთ ქართული, ტრადიციული,კულტურული მემკვიდრეობა.

ჩვენი მიზანია,არასდროს გავაკეთოთ აქცენტი ორგანიზაციის მოგებაზე.ტურისტების ვიზიტის შედეგად შემოსული თანხა მოხმარდება ქველმოქმედებას და ნიკოლოზის ფონდში მცხოვრებ ოჯახებს.ჩვენი მისიაა ნიკოლოზის ფონდი ვაქციოთ ტურისტებისათვის საინტერესო ადგილად.

უნიკალური გზა ქველმოქმედებისათვის

ნიკოლოზის ფონდი არის უნიკალური გზა ქველმოქმედებისათვის,რადგან თავად შეგიძლიათ იხილოთ ადამიანები,რომლებიც ცხოვრობენ თქვენი შემოწირულობის მეშვეობით

  • გაიღეთ შემოწირულობა და მიანიჭეთ სხვებს ღიმილი
  • იცხოვრეთ მათთან ერთად და შეიგრძენით ქართული კულტურა
  • შევინარჩუნოთ მემკვიდრეობა და კულტურა
  • გაატარეთ ბედნიერი დღეები ნიკოლოზის ფონდში და გაილამაზეთ ცხოვრება

ჩვენი მთავარი მიზნები

ჩვენ გვაქვს გარკვეული მიზნები ნიკოლოზის ფონდის პროექტთან დაკავშირებით.ჩვენი მისიაა დღითიდღე განვავითაროთ აღნიშნული პროექტი. დამთვალიერებლების მატებასთან ერთად,გვსურს ასევე მოიმატოს აქ მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობამ.

  • პროექტის განვითარება ტურისტების დახმარებით
  • გახადე უფრო მასშტაბური ,რათა მეტმა ადამიანმა შეძლოს ცხოვრება
  • გახადე ეს პროექტი ქველმოქმედების სახედ
  • შთააგონეთ სხვა ფონდები გაწიონ ქველმოქმედება ამ გზით
გსურთ შემოგვიერთდეთ

შესწირე და დაიცავი ღარიბთა სიმშვიდე

შემოწირულობა